Wednesday, June 29, 2016

ტრენინგის 9-ე დღეს გადავხედეთ ყველა საქაღალდეებს, გავაკეთეთ პრეზენტაცია და მოვუსმინეთ კოლეგებს.
ავტვირთე ჩემი საქაღალდე ბლოგზე და გამოვაქვეყნე.
მადლობა მინდა გადაუხადო ტრენერს მ.ბაზღაძეს იმისათვის ,რომ ასე გასაგებად მოგვაწოდა ინფორმაცია,გვასწავლა პროექტებით სწავლება.

Tuesday, June 28, 2016

ტრენინგის მერვე დღეს დაწვრილებით ვისაუბრეთ დიფერენციაციაზე სწავლების დროს.განვიხილეთ როგორი ტიპის ,შინაარსიის,სირთულის და ა.შ. დავალებები უნდა მივცეთ სსმმ საჭიროების მოსწავლეებს,არაქართულენოვან და ნიჭიერ მოსწავლეებს პროექტის ფარგლებში.
დავასრულეთ პროექტის გეგმის შევსება.
მასწავლებელი-ფასილიტატორი თავისი მოსწავლეებისათვის.

Friday, June 24, 2016

ტრენინგის 7-ე დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე: ინდივიდუალურ ,კოლაბორაციულ , გაზეთის შეფასებას და თვითშეფასების რუბრიკებს.
ამის შემდეგ პროექტის გეგმის შაბლონში ჩავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი.
აგრეთვე დავიწყეთ  პროცედურების გაწერა .

Wednesday, June 22, 2016

დღევანდელ ტრენინგზე კოლეგებს გავუზიარეთ საკუთარი პროექტი, ასევე ვიყავით მოსწავლის როლში და ერთი კონკრეტული  ჯგუის მაგალითზე შევქმენით  ელექტრონული გაზეთი. ასევე  ბლოგზე შევქმენით გვერდები.

Saturday, June 18, 2016

  • დღეს გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას და სამართლიანი გამოყენების წესებს განათლების სისტემაში, ასევე, პროექტის პრეზენტაცია ავთვირთეთ  გუგლის დოკუმენტებში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.